ვირტუოზი მუსიკოსი ქუთაისიდან – დაჩი კეკუა ესპანეთის საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადება

თბილისი (BPI) – დაჩი კეკუა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მეექვსე კლასის მოსწავლეა. 11 წლის მოზარდი  ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის აღსაზრდელია, სადაც პედაგოგ ქეთევან ახვლედიანთან ერთად მორიგი საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადება, რომელიც ესპანეთში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.

პატარა პიანისტი უკვე არაერთი წარმატებისა და პრიზის მფლობელია. მხოლოდ გასული სამი წლის განმავლობაში მან რამოდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება. 8 წლის ასაკში დაჩი ვალერიან შიუკაშვილისა და ელისო ბოლქვაძის კონკურსების რჩეული გახდა. მოგვიანებით პატარა ვირტუოზმა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა კონკურსზე მესამე პრემიის ლაურეატობა მოიპოვა. 2016 წელს და მიმდინარე წელს გამართულ კონკურსში „იპოვე შენი ვარსკვლავი“ დაჩი კეკუა პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. წელსვე პატარა შემსრულებელმა  ბახის მეხუთე ეროვნულ კონკურსში ნომინაცია „პიესის საუკეთესო შესრულებისათვის“ საუკეთესო შეფასება და ვალერიან შიუკაშვილის სტიპენდიაც დაიმსახურა.

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე მუსიკის პარარელურად ხატვითაცაა გატაცებული და მომავალში არქიტექტორობასაც არ გამორიცხავს. თუმცა დროის დიდ ნაწილს საყვარელ საქმიანობასა და ფორტეპიანოს უთმობს.  წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე  ქუთასის მერიამ წლის საუკეთესო მოსწავლედ გამოაცხადა.

უკვე რამოდენიმე თვეში ვირტუოზი პიანისტი სპეციალური მიწვევით  რამოდნიმე საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება. მსოფლიო დონის პიანისტები  და მუსიკოსები დაჩი კეკუას დიდ მომავალსა და მსოფლიო ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებენ მისი განსაკუთრებული ნიჭისა და ტექნიკის ფლობის წყალობით.

შემთხვევითი სიახლე

„ბადაგონის“ განვითარებაში ჩინური კომპანია $30 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – „ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანია “ბადაგონის” ბრენდის განვითარებაში  30 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას დააბანდებს. …