“ვენდის” და “დანკინ დონატსის” ბურგერებისა და ცივი სასმელების დელივერს Menu.ge ბათუმის სანაპიროზე იწყებს

თბილისი (BPI) – „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ თბილისის გარდა უკვე ბათუმში, ზღვის სანაპიროზე იწყებს ამერიკული რესტორნების მენიუს შეთავაზებას და კურიერული მომსახურებას. დელივერის მომსახურებას “ვისოლის ჯგუფში” შემავალი კომპანიებს Menu.ge გაუწევს.

„ვენდი“ და „დანკინ დონატსის“ კერძებს და სასმელების შეკვეთას დამსვენებელი ზღვის  სანაპიროზე შეძლებენ.

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ Menu.ge-ს პარტნიორი რამდენიმე თვეა გახდა და რესტორნების უგემრიელესი მენიუს შეკვეთა ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი სახლიდან  ან ოფისიდან გაუსვლელად.  მენიუს შეკვეთა  შესაძლებელია ვებ გვერდზე www.menu.ge ან  აპლიკაციის menu.ge მეშვეობით.  მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე გორსა და ბათუმში.

შეკვეთის მიწოდების მაქსიმალური დრო შეადგენს 30  წუთს. შეკვეთის ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე  ონლაინ  VISA დაMASTERCARD-ით გადახდით:

“ვენდის” ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა” 2013 წელს დაიწყო,  ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” კი „ვისოლ ჯგუფმა“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …