ვარშავის აეროპორტში წყალი უფასოდაა ხელმისაწვდომი

თბილისი (BPI) – ფრედერიკ შოპენის ვარშავის საერთაშორისო აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში სამი ავტომატი განახლდა, საიდანაც მგზავრები წყალს უფასოდ მიიღებენ. შოპენის აეროპორტი ქვეყნის მასშტაბით პირველი აეროპორტია, რომელმაც მსგავსი მომსახურეობა დანერგა.

სამი ავტომატიდან ორი აეროპორტის შენგენის ზონის მგზავრების განყოფილებაშია განთავსებული, ერთი სხვა მგზავრებისთვის განკუთვნილ დარბაზში.

ავტომატიდან წყალი ყველა სტანდარტის დაცვით ისხმევა.

შოპენის აეროპორტში პირველად აღნიშნული სერვისი კომპანია Miejskie Przedsiębiorstwo Wodociągów i Kanalizacji-თან თანამშრომლობით დაინერგა, რომელიც თავის მხრივ პოლონეთს წყლით ამარაგებს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …