UVT Aero პერმი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს

თბილისი (BPI) – 15 ივნისიდან ავიაკომპანია UVT Aero პერმი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. რეისები ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.

გაწერილი განრიგის მიხედვით, UVT Aero აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას 21 სექტემბრამდე გეგმავს. პერმი-ბათუმს შორის მგზავრობის დრო 3,2 საათია. UVT Aero აღნიშნული მარშრუტზე ფრენებს Bombardier CRJ-200-ით განახორციელებს.

UVT Aero-ს მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრთა მხრიდან საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …