უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში ყველაზე მიმზიდველი ენერგეტიკული სექტორია

თბილისი (BPI) – უცხოელმა ინვესტორებმა ყველაზე მეტი კაპიტალი, 2018 წლის მეორე კვარტალში ენერგეტიკულ სექტორში განახორციელეს, მასზე მოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28%.

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, $108,8 მლნ დოლარია დაბანდებული აღნიშნულ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აღემატება, როგორც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ($42,8 მლნ), ასევე 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს ($8,9 მლნ).

მეორე ადგილზე ტრასნპოარტი და კავშირგაბმულობაა, ინვესტიციების 19,8% ამ სექტორზე მოდის და $77 მლნ-ია; მესამე ადგილზე კი საფინანსო სექტორია, $64,1 მლნ-ით და წილი 16,5%-ით განისაზღვრება.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის II კვარტალში 389.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 9.4 პროცენტით აღემატება.

“საქსტატის” მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ინვესტირებულია $676,2 მლნ.

2018 წლის II კვარტალში რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.9% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ემოციური ბმა ბრენდსა და მომხმარებელს შორის

თბილისი (BPI) – “სილქნეტმა” 153 მილიონად შეძენილი “ჯეოსელი”  თავისი ბრენდის ქვეშ მოაქცია. ბრენდის ვიზუალურ,  სახცვლილებაზე, …