Ural Airlines-ი ვოლგოგრადიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს

თბილისი (BPI) – ვოლგოგრადიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები იწყება. ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ავიარეისები 18 დეკემბრიდან  დაიწყება და კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება.

ავიაკომპანია Ural Airlines-ი  ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები ყოველ სამშაბათს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე განახორციელებს, ხოლო ფრენის ხანგრძლივობა 1.40 საათი იქნება.

ავიაბილეთის ფასი ამ დროისათვის ცნობილი არ არის.

ამ დროისათვის ვოლგოგრადიდან თბილისში მოხვედრა პირდაპირი ავიარეისით შეუძლებელია.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბაზარზე Mexel-ი შემოდის

თბილისი (BPI) – საქართველოს ბაზარზე ფრანგული კომპანია შემოდის. Mexel-ის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონ  ბლუ ივერიაში 19 …