უკრაინაში 2030 წლამდე 20 საერთაშორისო აეროპორტი აშენდება

თბილისი (BPI) – უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო 50 ახალი აეროპორტის მშენებლობას აანონსებს, საიდანაც 5 აეროპორტი საერთაშორისო ჰაბი იქნება, 20 აეროპორტი კი საერთაშორისო რეისებს მოემსახურება.

„საავიაციო ინდუსტრიაში ჩვენ ვხედავთ 50 ახალი აეროპორტის მშენებლობის შესაძლებლობას. ჩვენ არ ვსაუბრობთ 50 „ბორისპოლის“ შექმნაზე. ჩვენ ვსაუბრობთ მინიმუმ 5 ჰაბზე და 20 აეროპორტზე, რომელიც საერთაშორისო რეისებს მიიღებს. ასევე საუბარი გვაქვს 20 აეროპორტის შექმნაზე, რომელიც რეგიონებს მოემსახურება“, – განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვოლოდიმირ ომელიანმა.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …