უცხოელები საქართველოს დასვენების, გართობისა და რეკრეაციული ზონების დათვალიერების მიზნით სტუმრობენ

თბილისი (BPI) – საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა დასვენება, გართობა, რეკრეაციული ზონების დათვალიერების მიზნით განხორციელდა (37.7%).

როგორც საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვაშია აღნიშნული, სხვა ხშირად ნახსენებ მიზნებს შორისაა მეგობრების და ნათესავების მონახულება (22.2%), ტრანზიტი (18.1%), შოპინგი (9.5%), ბიზნესი, პროფესიული საქმიანობა (8.2%) და მკურნალობა (2.7%). მხოლოდ ვიზიტების 1.4% იყო სხვა მიზნით განხორციელებული.

მოგზაურობის საშუალო ხანგრძლივობა ოთხი ღამეა.

მეზობელი ქვეყნების რეზიდენტების საქართველოში ყოფნის პერიოდი საკმაოდ მცირეა, რუსეთის რეზიდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც საშუალოდ ექვსი ღამით რჩებიან საქართველოში.

შემთხვევითი სიახლე

ჩინურენოვანი გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და გიდების ასოციაციის ორგანიზებით ჩინურენოვანი გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა. …