თურქულ ბრენდებს შორის ყველაზე ძვირადღირებულად Turkish Airlines-ი დაასახელეს

თბილისი (BPI) – თურქეთის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა Turkish Airlines-მა (THY) ყველაზე ძვირადღირებულ თურქულ ბრენდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, – რეიტინგი საერთაშორისო ანალიტიკურმა სააგენტო Brand Finance-მ უკვე მე-11 შეადგინა.

ბრენდ THY-ს საბაზრო ღირებულება 2,042 მლრდ დოლარადაა შეფასებული.

რეიტინგში მეორე პოზიციაზეა Türk Telekom-ი, რომელიც გასული წლის ლიდერი იყო.

არსებული კვლევებით, ბრენდ Türk Telekom-ის საბაზრო ღირებულება 1,907 მლრდ დოლარია.

„შესანიშნავ სამეულშია“ ასევე თურქული სატელეკომუნიკაციო ბრენდი Turkcell -ი და მისი საბაზრო ღირებულება 1,8 მლრდ დოლარადაა შეფასებული.

მეოთხე პოზიციაზეა Akbank-ი (1,649 მლრდ დოლარი), ხოლო მეხუთეზე – Garanti Bank-ი (1,584 მლრდ დოლარი).

წელს ბრენდ Ziraat Bank-ის ფასი გაიზარდა და 1,432 მლრდ დოლარი შეადგინა. Ziraat Bank-ი ყველაზე ძვირადღირებული თურქული ბრენდების რეიტინგში მეექვსე ადგილზეა.

რეიტინგში Ziraat Bank-ის მერე მოდიან İş Bank-ი (1,334 მლრდ დოლარი), Arçelik-ი ( 1,258 მლრდ დოლარი), Yapı Kredi (937 მლნ დოლარი) და Ford Otosan-ი (878 მლნ დოლარი).

მთლიანობაში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების „ტოპ-100“-ში მყოფი ბრენდების საერთო ღირებულება 27.5 მლრდ დოლარია.