თურქეთში უცხოელებზე გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა იზრდება

თბილისი (BPI) – მაისში თურქეთში უცხოელებზე გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით 2,7% -ით გაიზარდა.

სტატისტკური მონაცემებით, მაისში უცხოელებზე სულ 119 655 ბინა გასხვისდა. თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 20 061 ბინა სტამბოლში გაიყიდა, მას 11 919 ბინით ანკარა მოჰყვება, ხოლო მესამეზე 7028 ბინით იზმირია.

გასული წლის მაისთან შედარებით კი, წელს 36%-ით მეტი უძრავი ქონება გაიყიდა. უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ბინა თურქეთში ერაყელებმა იყიდეს, მას ირანელები და საუდის არაბეთელი მოქალაქეები მოჰყვებიან.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-ი მილანის აეროპორტში მგზავრების დარჩენას ბარგის რეგისტრაციის გაჭიანურებით ხსნის

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია  Wizz Air-ი მილანის მალპენსას აეროპორტში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია გავრცელებულ ცრუ ბრალდებას …