თურქეთმა საქართველოს, საავტორო უფლების დაცვით, 300 აგრარული სასწავლო ფილმი გადასცა

თბილისი (BPI) –  სოფლის მდგრადი განვითარების მიზნით თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 300 აგრარული სასწავლო ფილმი საავტორო უფლების დაცვით, უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ კავკასიის მთის ინსტიტუტის სოფლის მდგრადი განვითარების ცენტრს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის თხოვნის საფუძველზე, თურქეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან არსებული თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხარდაჭრითფილმები ითარგმნა და გახმოვანდა ქართულ ენაზე. ესაა უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი სტუდენტთა, მეცნიერთა, ფერმერთა, სოფლით პრობლემატიკით დაინტერესებული პირთათვის. ფილმების გადაცემის ცერემონია და სანიმუშოდ რამოდენიმე ფილმის პრეზენტაცია პროექტში მონაწილე მხარეებისა და მოწვეული სტუმრების თანდასწრებით იგეგმება 12 თებერვალს 14:00 საათზე ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მესამე სართულზე აკადემიური საბჭოს სხდომათა დარბაზში.

ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი პროფესორიარჩილ ფრანგიშვილი და რექტორატის წევრები, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალი ოზგიუნ ოზთურქი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი და სხვა მოწვეული სტუმრები.