თურქეთის ტურისტული პაკეტების წინასწარ დაჯავშნა გაძვირდა

თბილისი (BPI) – თურქეთის მიმართულებით ტურისტული პაკეტების წინასწარი ჯავშნის ღირებულება 10-15%-ით გაძვირდა.

ტურისტულ სააგენტოებში განმარტავენ, რომ გასულ წელთან შედარებით წინასწარ ჯავშნებზე ფასები საკმაოდ მომატებულია და დღეისათვის წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში 1-კვირიანი პაკეტის ღირებულების საშუალო ფასი 500 დოლარია.

ტურისტულ სააგენტოები განმარტავენ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარის კურსის გაუფასურებისა და თავად თურქეთში გაძვირებული სერვისის საფასურის ფონზე, გაყიდვები შემცირებულია. ექსპერტები კი თურქეთის მიმართულების ტურისტული პაკეტების გაძვირებას, თურქეთში საწვავის გაძვირებითა და ასევე, თურქეთის მთავრობის მიერ სასტუმრო სექტორის სუბსიდიების შემცირებით ხსნიან.