Turkish Cargo-მ ლატვიიდან ჩინეთში წითელ წიგნში შეტანილი პინგვინები გადაიყვანა

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Turkish Airlines-ის კუთვნილმა Turkish Cargo-მ რიგის ზოოპარკიდან ჩინეთის ოკეანერიუმში გადაშენების პირას მყოფი 20 პინგვინი გადაიყვანა.

პინგვინების დანიშნულების პუნქტამდე ტრანსპორტირება სტამბოლის გავლით მოხდა. აზიის ყველაზე დიდი ოკეანერიუმში პინგვინების ტრანსპორტირება ვეტერინარების თანდასწრებით მოხდა.

აღსანიშნავია, რომ Turkish Cargo ცხოველებისა და ფრინველების ტრანსპორტირებას მსოფლიოს 120 ქვეყნის მიმართულებით ახდენს.