Turkish Airlines-ი საერთაშორისო ფრენისას ბორტზე მყოფ ბავშვებს სათამაშოებს დაურიგებს

თბილისი () – 2018 წლიდან თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) მიდგომებს ცვლის და ბავშვებს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს.

ამიერიდან, ავიაკომპანიის საერთაშორისო რეისებზე 3-დან 12 წლამდე ბავშვებს Turkish Airlines-ი სათამაშოებს დაურიგებს, რომლებიც აუცილებლად ნატურალური მასალისგან იქნება დამზადებული.

როგორც ირკვევა, სათამაშოებზე, რომლებიც ბავშვებს გადაეცემათ ძირითადად იშვიათი და გადაშენების პირად მყოფი ცხოველები იქნება გამოსახული. Turkish Airlines-ში აცხადებენ, რომ სათამაშოები ჯანმრთელობისათვის საშიში არ იქნება, რადგანაც ისინი ნატურალური მასალებისგან არის დამზადებული.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …