ტურიზმის ციფრებში

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახლებული მეთოდოლოგიით შედგენილი 2017 წლის ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვის პრეზენტაცია გამართა და სტატისტიკის გრაფიკული ვიდეო წარადგინა. ინოვაციური ვიდეო მარტივად გასაგებად აღწერს ტურიზმის სხვადასხვა სექტორის სტატისტიკას. ვიდეო გვიჩვენებს, როგორი იქნებოდა ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ასი რომ იყოს.

განახლებული ტურიზმის სტატისტიკა ახალ, შეცვლილ მეთოდოლოგიას ეფუძნება, რომელიც შემუშავებულია ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

ანგარიში მოიცავს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული საერთაშორისო ვიზიტორთა მახასიათებლების კვლევის მონაცემებს.

2017 წლის სტატისტიკური ანგარიში მიმოხილავს ტურიზმის სექტორში არსებულ მდგომარეობას და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით განხორცილებულ აქტივობებს. პუბლიკაციაში განხილულია საერთაშორისო ვიზიტების, საერთაშორისო და შიდა ვიზიტორების მახასიათებლების, ეკონომიკური ინდიკატორების, საავიაციო და განთავსების ბაზრებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია.

შემთხვევითი სიახლე

ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მოწყობით X2 დაინტერესდა

თბილისი (BPI) – თბილისში პარკინგის მოწყობით კომპანია X2 ინტერესდება. კომპანიას პარკინგის მოწყობა თბილისის მერიის მიერ გამოყფილ …