ტურისტული სექტორი რეკორდების გაუმჯობესებას გეგმავს

თბილისი (BPI) – ტურიზმის ადმინისტრაციის 2018 წლის გეგმა – 8 მილიონი ტურისტი და 3 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი

 2018 წლის იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 14.8%-ით, ტურისტების კი 23 %-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით საქართველოს 444,421 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +14.8%-ია. მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა (ზრდა +23%). ყველაზე მეტი ვიზიტი  აზერბაიჯანიდან (+0.8), თურქეთიდან (+20.1%), სომხეთიდან (+20.9%), რუსეთიდან (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარში გამოირჩნენ ჩეხეთი +59%, ლატვია +46%, გაერთიანებული სამეფო +31%, ნიდერლანდები +28%, და ლიტვა +16%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ქუვეითი +131%, საუდის არაბეთი +127%, ირანი +92%, ისრაელი +77%, ინდოეთი +48% და თურქეთი +20%.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიგოვაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელი სხვადასხვა მაჩვენებლით რეკორდული იქნება. 2018 წელს საქართველო 8 მილიონზე მეტ ტურისტს ელოდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ იმ სტატეგიას, რომ მეტი მაღალანაზღაურებადი ტურისტი შემოვიდეს ქვეყანაში. ამას აქვს გეოგრაფიული ახნა. გარდა ამისა, აუცილებელია იმ სექტორების განვითარებაც, რომელიც სტრატეგიის განხორციელებაში დაგვეხმარება. ასეთია მაგალითად, საქმიანი ტურიზმი. გვსურს კერძო სექტორთან ერთად საქართველოში მეტი კონგრესი თუ შეხვედრა გავმართოთ. მაღალანაზღაურებადი ტურისტებისთვის მნიშვნელოვანია როგორც მარკეტინგული, ასევე ინფრასტრუქტურული ნაწილის განვითარება. ამ შემთხვევაში კი მაღალი დონის სასტუმროები აუცილებელია. ამ მხრივ თბილისი და ბათუმი ლიდერობს“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

რაც შეეხება გასულ, 2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.8%)-ია. იანვარი – დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,478,932 შეადგინა, რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%). 2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%), თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) ირანიდან 322,938 (+118.3%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – დეკემბერში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო +39.9%, ნიდერლანდები +31.1%, ესპანეთი +29.9%, საფრანგეთი +29.6% და გერმანია +25.7%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +316.1%, საუდის არაბეთი +164.6%, ქუვეითი +154.3%, ირანი +118.3%, ინდოეთი +64.1%, ჩინეთი +54% და სხვა.

რაც შეეხება ტურიზმისგან მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს, ციფრები შთამბეჭდავია, თუმცა მათ შეფასება მხოლოდ  ზედაპირულად ხდება და არ ვსწავლობთ სიღრმისეულად, თუ ზუსტად რა შედეგები მოაქვს ამ სფეროს ჩვენი ქვეყნისთვის.

2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მილიარდ (2,174,481,448) დოლარს (ზრდა +29%), რაც 489 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით (უახლოესი ხელმისაწვდომი) წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.

2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,927,566 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +30.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

წინასწარი მონაცემებით 2017 წელი რეკორდული იყო შემოსავლების ნაწილში, უცხოელი ტურისტების მხრიდან საქართველოში 2 მილიარდ 700 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. რაც შეეხება 2018 წელს, ტურიზმის ადმინისტრაცია რვა მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურსა და 3 მილიარდ აშშ. დოლარზე მეტი შემოსავალის მიღებას გეგმავს. თუმცა საინტერესოა, ამ თანხიდან რაც ტურისტებმა თუ საერთაშორისო მოგზაურებმა რა თანხაც დახარჯეს რა ოდენობა დარჩა ქვეყანაში. ანუ, თუ ტურისტმა საქართველოში იყიდა იმპორტირებული პროდუქცია ეს ნიშნავს, რომ თანხა რაც აქ დახარჯა ისეც იმ ქვეყანაში გაედინა, სადაც ამ პროდუქტის წარმოება მოხდა. შესაბამისად, იმ 2,7 მილიარდი დოლარიდან რაც ტურიზმმა საქართველოს მოუტანა, სავარაუდოდ უმეტესი ნაწილით სხვა ქვეყნების ეკონომიკის დაფინანსება მოხდა, რადგან საქართველოს ბაზარზე უმეტესწილად იმპროტირებული პროდუქციაა წარმოდგენილი. თუ გადავხედავთ რომელთაც ტურიზმით მნიშნელოვან შემოსავალს იღებენ ვნახავთ, რომ განვითარებული აქვთ სხვა სფეროებიც, რომელიც ამარაგებს ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო პროდუქციით. შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა, რომ ტურიზმიდან მნიშვენლოვანი შემოსავლები მივიღოთ აუცილებელია სხვა მონათესავე სექტორებსაც მივაქციოთ ყურადღება, თორე საქართველოში ჩამოსული ტურისტების მიერ დახარჯული თანხიდან ჩვენს ეკონომიკაში მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება.

მერაბ ჯანიაშვილი