Tripadvisor-ზე თბილისიდან 1618 განთავსების ობიექტია დარეგისტრირებული

თბილისი (BPI) – თბილისში Tripadvisor-ზე დარეგისტრირებული განთავსების საშუალებათა რაოდენობა 1618 განთავსების ობიექტია დარეგფისტრირებული.

ამ მაჩვენებლით თბილისი მეორე ადგილზეა საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის. პირველი ადგილზე მოსკოვია დარეგისტრირებული 2843 ობიექტით.

PMCG-ის მონაცემებით, Tripadvisor-ზე დარეგისტრირებული აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის დედაქალაქების განთავსების საშუალებათა რაოდენობა ასეთია: ბაქო – 456, ერევანი – 436, ანკარა – 364. Tripadvisor-ზე საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის, ყველაზე მეტი რესტორანი, სასტუმროების მსგავსად, მოსკოვშია დარეგისტრირებული – 12469, შემდეგ მოდის ანკარა – 3330, თბილისი – 906, ერევანი – 678 და ბაქო – 669. საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის, თბილისი ერთადერთია, სადაც Tripadvisor-ზე დარეგისტრირებული განთავსების საშუალებათა რაოდენობა აღემატება რესტორნების რაოდენობას.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო “შუხმან როიალ ისთეითი” ფართოვდება

თბილისი (BPI) – სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ ფართოვდება. 48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო, …