Treepods – ხელოვნური ხეები დაბინძურებული ჰაერის ფილტრაციისთვის

თბილისი (BPI) – თანამედროვე მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება მწვავე გარემოსდაცვით პრობლემაა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, ფრანგული კომპანია “ინფლუქს სტუდიოს” დიზაინერებმა, დაბინძურებული ჰაერის ფილტრაციისთვის ინოვაციური იდეა შეიმუშავეს. მათ გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან ხელოვნური ხეები შექმნეს, სახელწოდებით Treepods. კონსტრუქციის ნაწილები დაფარულია ეკომეგობრული ტუტე ნივთიერებით, რომელიც ჰაერზე აქტიურდება და იწოვს დამაბინძურებელ ნივთიერებებს.

ესთეტიკურად დახვეწილი ხელოვნური ხე ნამდვილის მსგავსად, შთანთქავს ნახშიროჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს. იგი ხასიათდება ფართო ტოტებით, რომელის წვეროებზეც მზის პანელებია მოთავსებული. გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება როგორც ჰაერის ფილტრაციისთვის, ასევე ღამის განათებისთვისაც. “თრიპოდი” ელექტროენერგიას არა მხოლოდ მზის პანელების, არამედ კინეტიკური ენერგიის საშუალებითაც წარმოქმნის. ამიტომ ტექნოლოგიის ეფექტურად ფუნქციონირების ადგილად ბავშვების სათამაშო მოედნებს მიიჩნევენ.