თხევადი აირის იმპორტი გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში თხევადი აირის იმპორტი იზრდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2018 წლის ივნისში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, 0,3 ათასი ტონით მეტი, ვიდრე მაისში (1,1 ათასი ტონა).

იანვარ-ივნისში  გათხევადებული აირების  პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 6,2 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (7 ათასი ტონა).

 

შემთხვევითი სიახლე

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. საწარმო …