თიბისის მენეჯმენტში ცვლილებებია

თბილისი (BPI) – თიბისის ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ოპერაციების დირექტორი ვანო ბალიაშვილი თანამდებობას ტოვებს. მას ამ თანამდებობაზე თორნიკე გოგიჩაიშვილი ჩაანაცვლებს.

თორნიკე გოგიჩაიშვილს საფინანსო სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, თიბისი ბანკში კი საქართველოს ბანკიდან გადავიდა.

ბანკში ამბობენ, რომ ვანო ბალიაშვილი კარიერას სხვა სექტორში გააგრძელებს.

ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე იმედოვნებს, რომ თორნიკე გოგიჩაიშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ბანკის მენეჯმენტს და ხელს შეუწყობს ბანკის განვითარებას.

ვანო ბალიაშვილი თიბის ბანკის გუნდს 1999 წლიდან მუშაობდა, ოპერაციების მთავარი დირექტორის თანამდებობას კი 2010 წლიდან იკავებდა.