თიბისიმ კანის ლომების საფესტივალო კამპანია დაიწყო

თბილისი (BPI) –  ტექნოპარკში Cannes Lions 2018-ის ადგილობრივი ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი Young Lions Georgia დაიწყო და 13 მაისამდე  გაგრძელდება.

Young Lions Georgia მე-4-ედ  ტარდება , 5 კატეგორიაში (PRINT, DESIGN, CYBER, FILM და MARKETERS) და  168 გუნდი იასპარეზებს, რაც ამ დროისთვის რეკორდული რაოდენობაა. ყველაზე მეტი 40-40 გუნდი ციფრული კამპანიისა და ბეჭდური მედიის გატეგორიებში  დარეგისტრირდა, 34 ახალგაზრდა მარკეტერებში, 28 – ვიდეო რეკლამის, ხოლო 26 დიზაინში.

გამარჯვებული გუნდი  კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრება.

3 წლის განმავლობაში, კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერი იქნება “თიბისი”, წლევანდელ კონკურსზე პარტნიორობას  Socar Georgia Petroleum -ი გაუწევს.

კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი, 1954 წლიდან იმართება  და  ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოს სარეკლამო სფეროში.

 

შემთხვევითი სიახლე

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

თბილისი (BPI) – 13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის …