თიბისი უორდროპების საქმეს აგრძელებს

თბილისი (BPI) – ბრიტანეთში  “საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და უორდროპების მემკვიდრეობა“ გაიმართება, 19 მაისს, სევენოუკში, სერ ოლივერ უორდროპის (1919-1921 წლებში სამხრეთ კავკასიაში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი კომისრის) სახლში.

“თიბისი ბანკის” ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა წიგნი საქართველზე, რომელიც ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება. კოლექციშუა  წლების  განმავლობაში, ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიერ შეგროვებულ და უნივერსიტეტისთვის გადაცემულ მასალას; მათ შორის, უძველეს ქართულ ხელნაწერებს, უნიკალურ წიგნებსა და საარქივო დოკუმენტებს.

დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი და შესული თანხა მთლიანად მოხმარდება საქართველოს მემკვიდრეობისა და კულტურისადმი მიძღვნილი ლიტერატურის ქართულიდან ინგლისურად თარგმნას და გაერთიანებულ სამეფოში გამოცემას.

ოლივერ და მარჯორი უორდროპებმა მათ შეისწავლეს ქართული ენა და ინგლისურად თარგმნეს სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, ქართული ხალხური ზღაპრები, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, წმინდა ნინოს ცხოვრება და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. 

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოკაცეს კანიონი დამთვალიერებლებს დროებით ვერ მოემსაურება

თბილისი (BPI) – ოკაცეს კანიონი დამთვალიერებლებს დროებით ვერ მოემსაურება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ოკაცეს კანიონი ტექნიკური …