“თიბისი” ქალაქური სიმღერის ფესტივალს მასპინძლობს

თბილისი (BPI) –  “თიბისი” 13 ივლისს, 20:30 საათზე, „მწვანე ქალაქი ლისზე“ ქალაქური სიმღერის ფესტივალს მასპინძლობს. რეზო გელაშვილის დაბადების დღეს.

მონაწილეობენ: „შვიდკაცა“, „ოთხი გია“, „მუხამბაზი“, „ჰანგები“, „რონი“, „ცისფერი ტრიო“, „ბალადა“, ნუგზარ კვაშალის ტრიო და „ნონაკორდი“. ესწრებიან:  მომღერლის მეგობრები, საზოგადო მოღვაწეები და ქალაქური სიმღერების მოყვარულები.

რეზო გელაშვილის სახელობის მე-3 წელია ტარდება. თარიღი საგანგებოდ შეირჩა და  მომღერალს 13 ივლისს 65 წელი შეუსრულდებოდა.

მისამართი: მწვანე ქალაქი ლისზე, რეზო გელაშვილის სახელობის პარკი.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ავიაბაზარზე Air France შემოდის

თბილისი (BPI) – 2019 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air …