“თიბისი” პრინტ ფესტივალს მასპინძლობს

თბილისი (BPI) – თუშეთში, “თიბისის” მხარდაჭერით, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი დაიწყო. 21 აგვისტოს ბათუმში გადაინაცვლებს, დასკვნითი  ღონისძიება კი ოქტომბერში თბილისში გაიმართება.

LIFE – N – STYLE  მესამედ ტარდება, ვიზუალური ხელოვნების  მნიშვნელოვანი დარგის – ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარებისთვის.

ხელით ბეჭდვა ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის.

DO OR DO NOT – „თუ აკეთებ გააკეთე“ – წლევანდელი ფესტივალის თემაა.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …