“თიბისი” პირველი ტურნირისთვის ემზადება

თბილისი (BPI) – “თიბისი” Rugby Summer Cup 2018-ს აანონსებს.

რაგბის ზაფხულის თასი 2018 ( 28 ივლისი – 3 აგვისტო) საქართველოში პირველად იმართება.

სპონსორის ცნობით,  ტურნირში 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას – ფრანგული ტოპ 14-ის გრანდი ‘რასინგ 92’ (Racing 92), ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და არგენტინა XV, ხოლო მეოთხე გუნდი იქნება ‘საქართველო XV’ (‘A’ ნაკრები, ყოფილი მზარდი საქართველო).

ტურნირი ორ ტურად – 28 ივლისსა და 3 აგვისტოს ‘მიხეილ მესხზე’ გაიმართება.

28 ივლისს საქართველო XV არგენტინა XV-ს, ხოლო ‘რასინგი’ ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება;

3 აგვისტოს ‘რასინგი’ არგენტინა XV-ს ეთამაშება, საქართველო XV კი ბრაზილიას შეხვდება.

მოგებული გუნდი 4 სატურნირო ქულას მიიღებს და თუ გამარჯვებული მეტოქეს 3-ზე მეტ ლელოს გაუტანს, ერთ ბონუს ქულასაც მიითვლის. 7 და ნაკლები ქულით მარცხი ასევე 1 ქულად ფასობს, ხოლო ფრეზე ორივე გუნდი 2-2 ქულას ჩაიწერს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ავიაბაზარზე Air France შემოდის

თბილისი (BPI) – 2019 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air …