თიბისი EBRD -ის რჩეული მე-4-ედ ხდება

თბილისი (BPI)  – საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურად, EBRD-იმ  “თიბისი”  მე-4-ედ აღიარა.

დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია იორდანიაში გაიმართა. EBRD-იმ 2017 წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლა.

„ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ახალი ბაზრების ათვისებისა და კომპანიების ფინანსური ხელშეწყობისთვის გადადგმული ყოველი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი პარტნიორი ბანკების დამსახურებაა. დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიით გვსურს, გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ“, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მმართველმა დირექტორმა, ნიკ ტესეიმანმა.

“თიბისი ბანკი”  EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრია 1999 წლიდან. იმ დროს დაიწყო  Trade Facilitation Programme ,  რომლის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერა ევრობანკის საინვესტიციო აქტივობის ქვეყნებში. EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად. დღეს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა 26 ქვეყნის 94 ბანკთან თანამშრომლობს, ხოლო  800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 1.5 მილიარდ ევროს აღემატება.