თურქეთი ჩაის მწარმოებელი ქვეყნების TOP-5-შია

თბილისი (BPI) – თურქეთი ჩაის ექსპორტს 110 ქვეყანაში ახდენს. ჩაის მწარმოებელთა საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 2017 წელს თურქეთში ჩაის წარმოებამ 254 ათასი ტონა შეადგინა. ამ მაჩვენებლით კი ქვეყანა ჩაის მწარმოებელთა TOP-5-შიც კი მოხვდა ჩინეთის, ინდოეთის, კენიისა და შრი-ლანკას შემდეგ.

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TÜİK), ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში თურქული ჩაის ექსპორტმა 115.3 მლნ დოლარი შეადგინა.

2013 წელს ჩაის წარმოებიდან ქვეყანამ 17.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2014 წელს – 20.413 მლნ დოლარი, 2015 წელს – 23.613 მლნ დოლარი, 2016 წელს – 28.585 მლნ დოლარი, ხოლო 2017 წელს კი 24.966 მლნ დოლარი.

თურქული ჩაის მთავარი იმპორტიორი ევროპის ქვეყნებია.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …