თიბისიში საგამოძიებო პროცესის დაწყებაზე სებ-ი განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკთან” მიმართებაში გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ “თიბისი ბანკი” ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე.

ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …