თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2018 დაიწყო

თბილისი (BPI) – ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამე წელია ტარდება დაბიზნესის მხარდაჭერასა და  ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება პლატფორმამ 2 წლის მანძილზე 1200-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.

„ძალიან მაგარია, როდესაც რაღაც ინიციატივები და წამოწყებები დიდ მასშტაბსა და ყოველწლიურ სახეს იძენს. თიბისის ასეთი რამდენიმე პროექტი აქვს და მათ შორის არის ბიზნეს დაჯილდოებაც. ყოველი ახალი საქმის წამოწყებისას ჩვენი გუნდი ვსვამთ კითხვას – რა არის მიზანი და რისთვის ვაკეთებთ ამას? ჩვენი მიზანია თიბისი ბანკმა ბიზნესსოციუმის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს  და მეწარმეების წინსვლას შეუწყოს ხელი. გააზრებული გვაქვს, რომ გარშემო ეკოსისტემასა და სხვა ბიზნესებს თუ არ დავეხმარეთ განვითარებაში, თავადაც ვერ წავალთ წინ.“ – ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

დაჯილდოება წელს ახალი ნომინაციებითა და პრიზებით ბრუნდება. უკვე ცნობილ 4 კატეგორიასთან ერთად (წლის ბიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის ტურისტული ბიზნესი, წლის სტარტაპი) წელს კიდევ 2 ახალ ნომინაციაშია შესაძლებელი მონაწილეობის მიღება: „წლის ქალი მეწარმე“ და „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“. წელს პროექტის თითოეული პარტნიორი – „აწარმოე საქართველოში“, EBRD, EFSE და Tbilisi Impact Hub – თითო ნომინაციას წარმოადგენს.

ნომინაციაში – „წლის ქალი მეწარმე“ მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომლის წილის მფლობელიც ქალია. ბიზნეს დაჯილდოება ეძებს კომპანიებს, რომლებსაც სათავეში ინოვაციური, ინსპირაციული და ლიდერული უნარ-ჩვევების მქონე ქალები უდგანან.

 

„ჩვენ ვიცით, რომ დღესაც კი, გარკვეული ტრადიციების მქონე სოციუმებში ქალბატონებისათვის უფრო რთულია ჰქონდეთ საკუთარი საქმე, ვინაიდან მათ დიდი დოზით აკისრიათ ოჯახური საქმეების პასუხისმგებლობა. ამიტომ EBRD უკვე რამდენიმე წელია ქმედით ნაბიჯებს დგამს სხვადასხვა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად. მიხარია, რომ თიბისი დღეს ქალბატონებს ასე აქტიურად უჭერს მხარს და აძლევს საშუალებას – ყველას გააცნონ საკუთარი საქმიანობა და წარმატების ისტორია.“ – ბრუნო ბალვანერა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური დირექტორი.

იმ ბიზნესებისათვის, რომლებსაც კულტურის, განათლების, გარემოს დაცვისა და მსგავს სფეროებში დადებითი წვლილი შეაქვთ, თიბისი ბანკმა ნომინაცია – „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“ დააწესა.

 

„Tbilisi Impact Hub ისეთ კომპანიებს დაუჭერს მხარს, რომლებიც მათი ძირითადი კომერციული საქმიანობის პარალელურად, გარემოსა და ადამიანებზე დადებითი გავლენის მქონე აქტივობებსა და პროცესებს უყრიან საფუძველს. იმედია, უფრო მეტი და მეტი ქართული კომპანია იგრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას.“ – ელენე ჟვანია, „Tbilisi Impact Hub“-ის დამფუძნებელი.

„წლის ქართული პროდუქტის“ ტიტულის მოსაპოვებლად ის კომპანიები იბრძოლბენ, რომლებიც მატერიალურ თუ არამატერიალურ პროდუქტებს საქართველოში ქმნიან, ნერგავენ და ავითარებენ.

 

„ჩვენი სააგენტოს მიზანი ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია და უცხოური პროდუქტის, ნაწილობრივ მაინც, ეროვნული პროდუქციით ჩანაცვლებაა, რაც ჩემი აზრით სრულიად რეალურია. თიბისი ბანკი გამორჩეულია ყველაფერი ქართულის მხარდაჭერაში. ამიტომ ჩვენ თიბისის პარტნიორები ვართ და ვიქნებით არა მარტო ბიზნეს დაჯილდოებაში, არამედ ყველა იმ პროექტში, რომელიც ქართველი მეწარმეების წინსვლას ეხმარება.“ – მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.

თითოეულ კომპანიას შეუძლია 6 ნომინაციიდან ერთ-ერთში დარეგისტრირდეს. გამარჯვებულები კი საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთ ჯილდოს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას. რეგისტრაცია  17 სექტემბერს დაიწყება. დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს ნოემბერში, გამარჯვებულებს კი დეკემბერში გამოავლენს.

შემთხვევითი სიახლე

პროგნოზი: 2019 წლისთვის ავიაბილეთები გაძვირდება

დანიის საინვესტიციო ბანკის Saxo Bank-ის ანალიტიკოსებმა 2019 წლისთვის გლობალური სატრანსპორტო გადასახადის დანერგვა იწინასწარმეტყველეს, რაც ცხადია …