თერჯოლაში ფეროშენადნობის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება

თბილისი (BPI) – თერჯოლაში ფეროშენადნობის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება.

კომპანია „ექსიმგრუპი“ საწარმოს აღჭურვისა და ფუნქციონერებისათვის 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განახორციელებს და 70 ადამიანს დაასაქმებს.

საწარმოს ძირითადი მიმართულება ფეროსილიკომანგანუმის წარმოება და საერთაშორისო საექსპორტო ბაზრებზე მისი რეალიზაციაა. ფეროსილიკომანგანუმის ძირითადი მომხმარებელი მეტალურგიული ინდუსტრიაა.  ახალი საწარმო ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, რაც  დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

პროექტი “აწარმოე საქართველოშ”ი ფარგლებში გაიხსნება. ამ მიზნით „ექსიმგრუპს“  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში მდებარე 33 000კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებით გადასცა.

შემთხვევითი სიახლე

პრემიერს ცრუ ბრალდებების არ ეშინია

თბილისი (BPI) – პრემიერს მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის მიმართ ცრუ ბრალდებების არ ეშინია. …