თემურ ჭყონია: კანაფიან “კოკა-კოლას” არავინ დაგვაძალებს

თბილისი (BPI– “თუ  ჩვენი ნება იქნება და საზოგადოების შესაბამისი განწყობა, მაშინ გამოვიტანთ ბაზარზე, თუ არადა არავინ დაგვაძალებს“,  – სამედიცინო მარიხუანას (CBD) წარმოებაში ჩაშვების ვერსია თემურ ჭყონიამ   პარტნიორთან გადაამოწმა.

მისი ინფორმაციით,  რეცეპტურა  ჯერ შედგენილი არ არის. თავადაც პროფესიული ქიმიური ცდები ჯერ არ ჩაუტარებია. აღნიშნა, რომ  სათაო ოფისის მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც  პროდუქციის გამოშვებამდე ძალიან დიდი დროა,  1-2 წელი მაინც დასჭირდება. შესაბამისი პროცედურაა გასავლელი.  შესასწავლია,  არასტეროიდის აღმგზნები თუ დამაწყნარებელი  თვისებები  სასმელის მოქმედებაში  როგორ გამოიხატება.

“კოკა-კოლაში”კანაფის შემცველი კანაბიდიოლის დამატებაზე  საერთაშორისი  და ადგილობრივი მედია აქტიურად წერს, სტრესის მოხსნის მის უნარზე, რაც თრობა/გაბრუებას არ იწვევს. სამედიცინო მარიხუანა სწორედ კანაბიდიოლია.

კანაბიდიოლი რამდენადუნარიანია, მომხმარებლის სასმელზე დამოკიდებულება გაზარდოს, ესეც  შესწავლას საჭიროებს.  ამჟამად  თუ შეიცავს მსგავსი თვისებების გამომწვევ ნივთიერებას,  უცნობია, რადგან Coca-Cola-ს რეცეპტი საიდუმლოა.

GBC

შემთხვევითი სიახლე

ლუკა ჩაჩიბაია: GWP სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

თბილისი (BPI) – კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და 2019 …