“თეგეტას” ფილიალები დამატებით კვირა დღესაც იმუშავებს

თბილისი (BPI) – საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის ვარდნის და უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული.

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე „თეგეტას“ ფილიალები დამატებით იმუშავებს კვირა დღეს, 18 და 25 ნოემბერს, 09:30 – 16:00 საათამდე. აღნიშნულ დღეებში შესაძლებელია მომხმარებელმა ისარგებლოს შემდეგი ფილიალების მომსახურებით, თბილისი – დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5; დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქუჩა, მიონის მოპირდაპირე მხარეს; უნივერსიტეტის ქ. №6; ვარკეთილი, ლაღიძის ქ. №7; კახეთის გზატკეცილი №15; დიღმის მასივი, VI კვარტალი, №22; თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან); მარნეული – 26 მაისის ქუჩა; გორი – შინდისის გზატკეცილი №2; ახალციხე – თამარაშვილის ქ. №67; ქუთაისი – ახალგაზრდობის გამზირი №102; ბათუმი – აეროპორტის გზატკეცილი №263 ბ (საბაჟო ტერმინალთან).

კვირას მომხმარებელი შეძლებს მიიღოს შემდეგი სახის მომსახურება: ზეთის შეცვლა ძრავში, საბურავის დაშლა/აწყობა/ბალანსირება, სავალი ნაწილის შეკეთება, თვლების შეყრის კორექტირება და აკუმულატორის შეცვლა.

„თეგეტას“ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს წინასწარი ჩაწერის სერვისითაც ისარგებლოს. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge, ისე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით 032 226 44 44.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge.

შემთხვევითი სიახლე

აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი ევროინსი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო ბაზარზე სიახლეა. კომპანია “აისი ჯგუფი” აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია …