თბილისში ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია იწყება

თბილისი (BPI) – თბილისის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს.

ხიდის რეაბილიტაცია, მერის თქმით, თბილისში 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით გადაწყდა.

კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე მოწესრიგდება გარე განათების ქსელი, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭები. იგეგმება დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება.

სამუშაოები 4-5 თვე გაგრძელდება.

ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია უახლოეს მომავალში გაავრცელებს სრული ინფორმაცია ექნება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …