თბილისში ნაწრთობი მინის საწარმო გაიხსნება

თბილისი (BPI) – თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება. პროექტის განხორციელებაში კომპანია „გლას სერვისი“ 1,8 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 20 ადამიანს დაასაქმებს.

საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულება ნაწრთობი მინის წარმოებაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში, ავეჯის წარმოებაში, ინტერიერსა და ექსტერიერში, ასევე საფასადო სისტემებში.

კომპანია ყოველწლიურად სულ მცირე 120 000 მ2  მინის წარმოებას უზრუნველყოფს, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება გათვლილი.

საწარმო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნება.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესის ხელშესაწყობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით შპს „გლას სერვისს“ ქალაქ თბილისში, იპოლიტ-ივანოვის ქუჩა #12-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 507 კვ.მ. უძრავი ქონება გადასცა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …