“ტერაბანკს” უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები გაეზარდა

თბილისი (BPI) – ტერაბანკს დეპოზიტები (მოთხოვნამდე, ვადიანი, მიმდინარე ანგარიშები) უცხოურ ვალუტაში გაეზარდა, 20 მლნ -ით (Y.Y).  2018  წლის 1 იანვრისთვის  382  მლნ ლარის სავალუტო ანაბრები აქვს მოზიდული (01.01.2017 –   364.4 მლნ).

ზრდა მოთხოვნამდე დეპოზიტების  (2017 – ₾149  მლნ: 2016 – ₾64 მლნ) ხარჯზეა. ვადიანი  ანაბრების  მოცულობა  შემცირებულია (2017 – ₾145; 2017 – ₾166  მლნ).

სულ, არაბულ ბანკს   ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ₾580 მლნ-ის (01.01.2018)  არასაბანკო დეპოზიტები აქვს (01.01.2017 -₾ 545 მლნ)  მოზიდული.