თელავში ტექნოპარკი სექტემბერში გაიხსნება

თბილისი (BPI) – თელავში ინოვაციების რეგიონული ჰაბის – ტექნოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს.

ტექნოპარკი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება. ტექნოპარკი ქალაქის ცენტრში, ერეკლე მეფის ძეგლსა და თელავის ისტორიულ ჭადარს შორის განთავსდება.

ისტორიულ შენობას, სადაც ტექნოპარკი გაიხსნება, ეზოც აქვს, რაც უფრო მეტი შესაძლებლობით დატვირთვის შესაძლებლობა აქვს.

პროექტი ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნასა და განვითარებაზე. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე.

თელავის ტექნოპარკს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისა სააგენტო მსოფლიო ბანკის დაფინანსებული „საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) ფარგლებში აშენდება.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …