თელავში დასაქმების ფესტივალი ,,თელავი ჯობს“ ჩატარდება

თბილისი (BPI) – თელავში, ნადიკვრის პარკში,  Studentjob.ge -ისა და HR hub-ის  ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი “თელავი ჯობს“ 7 ივლისს 16:00 საათზე ჩატარდება. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის, კრედო ბანკის, ფერმერთა ასოციაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა  და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმების ხელშეწყობას.

ნადიკვრის პარკში, ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით/სტაჟირებით. გარდა ამისა, მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია ჟურნალი Entrepreneur Georgia. აქ მოხდება წარმატებული ადამიანების გამოსვლები კარიერულ ზრდაზე, მოტივაციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

,,თელავი ჯობსის” ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება გაგრძელდება 20:00სთ-მდე და დასრულდება კონცერტით.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თან იქონიოთ რეზიუმე (რამდენიმე ეგზემპლიარი).

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …