თელავში ბატონის მუზეუმი გაიხსნა

თბილისი (BPI) – თელავში, ბატონის მუზეუმი გაიხსნა. პროექტი მსოფლიო ბანკისა და მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

პრემიერის თქმით, თელავს, შეემატა მნიშვნელოვანი ობიექტი და კულტურული სივრცე – მეფეთა სასახლის შემდეგ უკვე ბატონის ციხის მუზეუმი, რომელიც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია.

მუზეუმი თანამედროვე ტექნოლოგიითაა მოწყობილი და 65 000 ექსპონატია დაცული მის სივრცეში.

„როგორც მითხრეს, რამდენიმე ათეული ათასი, მაქსიმუმ სამოცდაათი-ოთხმოცი ათასი ტურისტი ჩამოვა ამ ახალ მუზეუმში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რიცხვი იქნება ასეულობით ათასი, გამომდინარე იმ სიმდიდრიდან, რაც ამ მუზეუმში და მეფეთა სასახლეშია დაცული.

ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონ ლარამდეა.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …