“თელასმა“ ელექტრომობილების თანამედროვე გასამართი სადგური დაამონტაჟა

თბილისი (BPI) – თბილისში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით კომპანია „თელასმა“ ელექტრომობილების თანამედროვე გასამართი სადგური დაამონტაჟა.

ელექტრომობილების გასამართი სადგური განთავსებულია კომპანიის სათაო ოფისის შესასვლელთან (ვანის ქ. №3). 2018 წლის 10 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე ელექტრომობილების მეპატრონეებს შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ სადგურის მომსახურებით.

კომპანია „თელასი“ მომავალშიც აპირებს გაუწიოს მხარდაჭერა ისეთ პროექტებს, რომელთა მიზანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გარემოს დაცვა.

შემთხვევითი სიახლე

“ეს არის მთავრობის მცდელობა უგულებელყოს კონსტიტუცია”

თბილისი (bpi) –  და გაექცეს პასუხისმგებლობას”, – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე  მთავრობის ადმინისტრაციის …