თეატრი, ტერასა, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზი – ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ახალი შენობა ექნება

თბილისი (BPI) – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობა-რეაბილიტაცია წელს დასრულდება.

ახალი შენობის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3,5 მლნ ლარი გამოიყო.

უნივერსიტეტის ახალი კორპუსი ბათუმში ზურაბ გორგილაძის ქუჩაზეა განთავსებული. შენობას პროექტის ფარგლებში დაეშენა მესამე სართული და მოეწყო მანსარდი, ეზოში აიგო ოთხსართულიანი ახალი კორპუსი.  დაპროექტდა ერთსართულიანი, 100 მაყურებელზე გათვლილი თეატრი, რომლის სახურავი გამოყენებულია როგორც ტერასა. ახალი შენობა მორგებულია ხელოვნების უნივერსიტეტის სპეციფიკასა და მოთხოვნებს. შენობაში განთავსდება მუსიკის ფაკულტეტი, რომელიც ამჟამად სამუსიკო თერთმეწლედის შენობაშია განთავსებული.

პროექტის მიხედვით უნივერსიტეტის ახალ კორპუსში მოეწყობა საგამოფენო დარბაზი, მცირე საკონცერტო დარბაზი, მცირე თეატრი, საკონფერენციო დარბაზი, მოეწყობა სააუდიტორიო და სარეპეტიციო სივრცე, სამონტაჟო და ხმის ჩამწერი სტუდიები.  და მიმდინარე წელს დასრულდება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. შენობის რეაბილიტაციის პროექტი და სამუშაოების განხორციელების ნებართვა გაცემულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ. სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს ძეგლზე მუშაობის წესების სრული დაცვით.

შენობის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყო 2017 წლის აპრილში. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალიგატორი 1“ ასრულებს.