თბილისში მეტროს თანამშრომლების გაფიცვის პერიოდში “მაქსიმი” ტარიფებს არ გაზრდის

თბილისი (BPI) – თბილისში მეტროს თანამშრომლების გაფიცვის პერიოდში «მაქსიმი» არ გაზრდის ტარიფებს. როგორც „მაქსიმის“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო და მგზავრები ტაქსის მომსახურებით სარგებლობას სტაბილური ფასით შეძლებენ.

“4 ივნისს თბილისის მეტროს თანამშრომლების პროტესტის აქციასთან დაკავშირებით ქალაქში გადაადგილება გართულდა. თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა გართულებულია და ხალხი იძულებულია გამოიძახოს ტაქსი. შედეგად, მოთხოვნა სერვის «მაქსიმის» მომსახურებაზე მნიშვნელოვნად მოიმატა. ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციაში სერვისში აქტიურდება კოეფიციენტი, რომელიც ზრდის მგზავრობების ღირებულებას და ხელს უწყობს მოთხოვნისა და მუშაობისთვის მზად მყოფი მძღოლების რაოდენობის რეგულირებას. თუმცა დღეს სერვისმა მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას ამ სისტემაზე. დიდი მოთხოვნის გამო სერვისთან მგზავრობების ღირებულება არ მოიმატებს იქამდე, სანამ მეტრო არ დაუბრუნდება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. – თბილისის მაცხოვრებლები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ამის გამო არ უნდა იხადონ ზედმეტი. ჩვენ ეს გვესმის და გვინდა დავეხმაროთ მათ, ამიტომ გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ ძველი ფასები ტაქსით მგზავრობაზე. «მაქსიმის» დახმარებით მგზავრები შეძლებენ ქალაქის ნებისმიერ წერტილამდე მისვლას და ამაში მათ არ მოუწევთ ზედმეტის გადახდა,” – აცხადებს სერვისის ხელმძღვანელი თბილისში თორნიკე კირკიტაძე.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ სერვისის მომხმარებლებს ესმით, რომ დიდი მოთხოვნისა და ფასების აწევაზე უარის თქმის გამო ავტომობილის ლოდინის დრო შეიძლება გაიზარდოს. მათთვის, ვისაც სურს უფრო მალე გაემგზავროს, აპლიკაცია «მაქსიმში» არის მგზავრობის ღირებულების დამოუკიდებლად გაზრდის საშუალება. ამისათვის შეკვეთის შექმნისას სურვილებში უნდა მიუთითოთ დანამატი, ხოლო როცა დაიწყება მძღოლის ძებნა — დააჭიროთ ღილაკს «ძებნის დაჩქარება“, აღნიშნულია „მაქსიმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

“კრისტალი” ბიზნესმენებს ამზადებს

თბილისი (BPI)-*როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად; *როგორ დავწეროთ პროექტი; *როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის ტილო; მ/ო”კრისტალის”  მეწარმეთა სკოლა  16-28 …