თბილისში “კონტაქტური ზოოპარკი” იხსნება

თბილისი (BPI) – თბილისს რამდენიმე დღეში სინგაპურის მსგავსი, ე.წ. კონტაქტური ზოოპარკი ექნება. ამის შესახებ „კომერსანტს” კომპანია „ფაუნდალენდის” წარმომადგენელმა განუცხადა. საოჯახო დასვენების ობიექტი  კოლმეურნეობის მოედანზე, სავაჭრო ცენტრ GTC-ში  მოეწყობა.

“ჩვენ წარმოვადგენთ დიდ სასოფლო ფერმას, რომელიც მდებარეობს სავაჭრო ცენტრში, სადაც ბინადრობენ შინაური და გარეული ცხოველები. აქ შეგიძლიათ მოეფეროთ და აჭამოთ ცხოველებს, რომელთა შორის არიან ციკნები, გოჭები, ბოცვრები, ბატკნები, ქათმები, ზღარბები და სირაქლემა. ამ იდეის წყაროა მსოფლიოში საუკეთესო სინგაპურის ზოოპარკი”-აცხადებენ კომპანია „ფაუნდალენდში”.

commersant.ge

შემთხვევითი სიახლე

ბრიტანელი ექსპერტი კაზრეთში წყლის გამწმენდი ტექნოლოგიის შესარჩევად კვლევას ჩაატარებს

დაბა კაზრეთში კომპანია RMG-ის საწარმოებში 3 დღიანი სამუშაო ვიზიტით ბრიტანელი გარემოსდაცვითი ექსპერტი დევიდ ჰიბერტი იმყოფებოდა. …