თბილისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 518 ლარია

თბილისი (BPI) – საქართველოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი ივლისში 455 ლარით განისაზღვრა.

PMCG-ის მონაცემებით, თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 518 ლარი შეადგინა, სამცხე-ჯავახეთში – 443 ლარი, აჭარაში – 432 ლარი, ხოლო კახეთში – 408 ლარი.

5* სასტუმროების საშუალო ფასმა, აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში, ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია.

თბილისში ბოლო ათი თვის განმავლობაში, 5* სასტუმროს ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ოქტომბერში დაფიქსირდა, ხოლო კახეთში – ივნისში.

შემთხვევითი სიახლე

“ვითიბის” კონკურენტული სასესხო შეთავაზება აქვს

თბილისი (BPI) –  სებ-ის  მორიგ რეგულაციებამდე, “ვითიბი ბანკი” სამომხმარებლო სესხებზე საახალწლო აქციას იწყებს. უზრუნველყოფილი სესხი …