თბილისის ყველაზე ძვირი რაიონი უძრავი ქონების ფასების მიხედვით

თბილისი (BPI) – თბილისში ყველაზე ძვირი უძრავი ქონების ყიდვა და ქირაობა მთაწმინდაზეა.

დედაქალაქის ყვე­ლა­ზე “ძვირ რაიონში” საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის სა­შუ­ა­ლო ფასი 1 კვ.მ-ზე 1078 აშშ დოლარია, გაქირავების საშუალო ფასი კი 8.71 აშშ დოლარი.

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ფასი ყველაზე დაბალია სამგორში (529 აშშ დოლარი), გაქირავების კი – გლდანში (4.4 აშშ დოლარი).

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …