თბილისის ტურისტულად დატვირთულ უბნებში საპირფარეშოების მონტაჟი დაიწყო

თბილისი (BPI) – თბილისის ტურისტულად დატვირთულ უბნებში საპირფარეშოების მონტაჟი დაიწყო. დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ „სითი ბოქსმა“ პირველი საპირფარეშო ევროპის მოედანზე დაამონტაჟა, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.

თბილისის მასშტაბით 30 თანამედროვე საპირფარეშო მოეწყობა. საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებულია ბრაილის შრიფტი და აღჭურვილია ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით.

თანამედროვე, ავტომატიზირებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელია მოიჯარე, რომელიც ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.

შემთხვევითი სიახლე

დაბა სიონის  მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა

თბილისი (BPI) – დაბა სიონის  მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები …