თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა და განხილვებისთვის საკრებულოს გადაეგზავნება

თბილისი (BPI) – ხანგრძლივი დისკუსიისა და განხილვებისა შემდეგ, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა და განხილვებისთვის საკრებულოს გადაეგზავნება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ქალაქის მთავრობას “სითი ინსტიტუტთან” არაერთი შენიშვნა ქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე.

მისი თქმით, ერთობლივი მუშაობით ყველა ხარვეზი მაქსიმალურად გათვალისწინებული და აღმოფხვრილია.

„დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით;

უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. იქ მოცემულია, რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება. ეს არეალებია ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა“, – განაცხადა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა (მაგალითად: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ.).

ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, ამ მიმართულებითაც გვქონდა ჩვენ შენიშვნები და გათვალისწინებული იქნა. გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.

 

შემთხვევითი სიახლე

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებლის, გიორგი ტარსაიძის ბიუსტი გაიხსნა

თბილისი (BPI) – „ნიუ ჰოსპიტალსის“ „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 11 ოქტომბერს, მხედველობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ქართული …