თბილისის განვითარების ფონდი ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციას ახორციელებს

თბილისი (BPI) – ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაცია, თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ ხორციელდება.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე სხვადასხვა დროში აშენებული მრავალფენიანი ისტორიული ძეგლია, გაშლილია ვრცელ ფართობზე და მოცულობით სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. პროექტი გრძელვადიანია და რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს:

• სამუშაოები დაიწყება ციტადელის აღმოსავლეთის კედელ-ბურჯის რესტავრაციით, კერძოდ N15 და N16 კოშკებს შორის კედლის დაშლით, რადგან აღნიშნული კედელი ძლიერი წვიმების შედეგად დანესტიანებული და დაზიანებულია;
• ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანი როლი ტაძარს უჭირავს, რომლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის სატრაპეზო მნიშვნელოვანია. არსებული სატრაპეზო აგებულია სპონტანურად და ფარავს კედლის მნიშვნელოვან ისტორიულ ნაწილს. ახალი პროექტით აიგება ახალი სატრაპეზო, კომუნიკაციების ნაკლებ სახიფათო ზოლში გადატანით, რის შემდეგაც მოხდება ძველი სატრაპეზოს დემონტაჟი;
• გამაგრდება კლდოვანი ფუძე-საძირკვლები;

ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა, როგორც „შურის ციხე“. VII საუკუნეში და 1089-1125 წლებში, კი დავით აღმაშენებლის მიერ მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ („მცირე ციხესიმაგრე“) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება.

თბილისის განვითარების ფონდმა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ნარიყალას ისტორიული ციხე-სიმაგრის პირველი ეტაპის სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

შემთხვევითი სიახლე

“კრისტალი” ბიზნესმენებს ამზადებს

თბილისი (BPI)-*როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად; *როგორ დავწეროთ პროექტი; *როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის ტილო; მ/ო”კრისტალის”  მეწარმეთა სკოლა  16-28 …