თბილისის აეროპორტთან სასტუმრო აშენდება – სახელმწიფო ინვესტორს ეძებს

თბილისი (BPI) – ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე თბილისში, აეროპორტში მდებარე 12 653 კვ.მ არსებული უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა.

ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი 1 841 000 ლარია.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 120 ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა და მისი ფუნქციონირების დაწყება.
აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.eauction.ge/Home/EntityView/518222

პროექტის ფარგლებში უკვე გაყიდულია 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონზე მეტს შეადგენს.