თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

თბილისი (BPI) – სტოკჰოლმში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2018“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეხუთედ დასახელდა.

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, რიგის, ბელგრადის, თბილისის, ბრატისლავას სოფიას და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები – 2018 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

შემთხვევითი სიახლე

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

თბილისი (BPI) – 13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის …