The logo of Turkish airport operator TAV is pictured at Ataturk airport in Istanbul, Turkey, June 29, 2016. REUTERS/Murad Sezer - RTX2JL8S

TAV Airports-ი ანტალიის აეროპორტის წილის მფლობელი გახდა

თბილისი (BPI) – თურქული ჰოლდინგი TAV Airports-ი, რომელიც თურქეთის აეროპორტების წამყვანი ოპერატორი კომპანიაა, ანტალიის საერთაშორისო აეროპორტის ნაწილის მფლობელიც გახდა.

როგორც თურქული მედია წერს, ანტალიის აეროპორტების მფლობელები Fraport (გერმანია) და IC İçtaş (თურქეთი) იყვნენ, თუმცა IC İçtaş -მა წილი გაყიდა და მისი მფლობელი TAV-ი გახდა. შესაბამისად, TAV-ი ანტალიის აეროპორტის 48.99%-ის მფლობელია.

გარიგების ღირებულებამ 360 მლნ ევრო შეადგინა. რაც შეეხება საკონტროლო პაკეტს, ის ისევ გერმანული Fraport AG-ის საკუთრებაა.

შეგახსენებთ, რომ ანტალიის საერთაშორისო აეროპორტი თურქეთში სიდიდის მიხედვით მესამე აეროპორტია და ის წელიწადში 26 მლნ მგზავრზე მეტს ემსახურება.

შემთხვევითი სიახლე

“ეს არის მთავრობის მცდელობა უგულებელყოს კონსტიტუცია”

თბილისი (bpi) –  და გაექცეს პასუხისმგებლობას”, – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე  მთავრობის ადმინისტრაციის …